
შეერთებულ შტატებში 2010 წლის იანვარში ახალგაზრდა დედამ ალექსანდა ტობაიასმა საკუთარი 3 თვის შვილი მოკლა. იგი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ბავშვი მას Facebook-ზე თამაშს არ აცლიდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მსოფილოში სერიოზულად დაფიქრდნენ სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულებაზე.
საბედნიეროდ ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მოხდა. თუმცა საინტერესოა ახალგაზრდების აზრი, რას ფიქრობენ ისინი სოციალურ ქსელებზე და არინ თუ არა რეალურად მათზე დამოკიდებულნი. ამის გასარკვევათ გავესაუბრე 23 წლის მარი მიშველიძეს.
- მარი, დაახლოებით რამდენ საათს ატარებ დღეში კომპიუტერთან და აქედან რამდენი დრო ეთმობა სოციალურ ქსელებში ყოფნას?
- კომპიუტერთან 7-8 საათს ვატარებ. ძირითადად მას სამუშოად გამოვიყენებ. თუმცა მინდა გითხრა, რომ აქედან 5 საათი მაინც ვიმყოფები სახვადასხვა სოციალურ ქსელში. შეიძლება ამ დროს სულაც არ მჭირდებოდეს იქ ყოფნა, არ ვსარგებლობდე იმ მომენტისათვის, მაგრამ ჩართული მაინც უნდა იყოს, სხვანაირად არც შემიძლია.
- იცნობ თუ არა ბლოგო სფეროს?
- ინტერნეტისა და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ და ბლოგო სფეროსაც ასე თუ ისე ვიცნობ. ჩემს რამდენიმე მეგობარს აქვს ბლოგი და ძირითადად მათ პოსტებს ვკითხულობ. რაიმე საინტერესო თემასთან დაკავშირებით ზოგჯერ კომენტარსაც ვტოვებ. თუმცა როგორც ასეთს, რომ დავწერო და მქონდეს ჩემი ბლოგი, ჯერჯერობით არ ვფიქრობ.
- რამდენად დიდი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში სოციალურ ქსელებს?
- სოციალური ქსელი არის საკმაოდ კარგი საშუალება დაეკონტქტო მეგობრებს (ან შეიძინო ახლები). დღეს დროის უკმარისობა ყველა აქტიური ადამიანის პრობლემაა. ასე კი ჩვენ ყოველდრიურად გვაქვს საშუალება მოვიკითხოთ და გავიგოთ მეგობრების ამბები. გარდა ამისა ეს არის ინფორმაციის მიღების კარგი საშუალება.
- რამდენად ენდობი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას?
- სიმართლე გითხრა, ბოლომდე არ ვენდობი. ჩემს დამოკიდებულებას პროცენტულად თუ ავსახავთ, ალბათ 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, რა თმა უნდა, გააჩნია ვინ, რომელ საიტზე და რა თემაზე აქვეყნებს ინფორმაციას.
- და ის ინფორმაცია, რომელსაც შენ აქვეყნებ საკუთარ თავზე, შეესაბამება სიმართლეს?
- კი, რა თქმა უნდა. ჩემს შემთხვევაში, მე არ მაქვს მოტყუების არანაირი მიზანი. თუმცა არსებობენ სხვა მომხმარებლები, ვისთვისაც ყალბი ინფორმაციის დადება საიტზე ჩვეულებრივი მოვლენაა. პირადად ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია.
- როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა მეგობრებთან ვირტუალურ კავშირს დადებითი ან უარყოფიტი მხარეები?
- დადებით თვისებად შემიძლია ჩავთვალო ის, რომ მაქვს საშუალება ძალიან მარტივად და, რაც მთავარია, უფასოდ დავეკონტაქტო მეგობრებს ყოველ დღე. თუმცა არსებობს ამის მინუსებიც. ვირტუალური კავშირი "აცლის" ურთიერთობას ყველანაირ ემოციას. ზოგჯერ მომაბეზრებელიც არის ასეთი "მეგობრობა".
- ქართულ სოციალურ ქსელებს თუ იცნობ?
- არა, ფართოდ გავრცელებულ უცხოურ სოციალურ ქსელებს ვიყენებ.
No comments:
Post a Comment