განსახილველათ ავიღე სამი უცხოური ტელეკომპანიის ვებ გვერდები: CNN, FOX News და BBC.
CNN ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო არხია, რომელიც 1980 წელს ტედ ტერნერმა დააარსა. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული სწორედ ახალი ამბებია. ინფორმაცია საიტზე ნამდვილად ბევრია. გამოყოფილია top - news, რაც საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. აგრეთვე კატეგორიებად გამოყოფილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ახალი ამბავი ამ რეგიონთან დაკავშირებით. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ საიტზე ცალკეა განლაგებული 10 ყველაზე ცხელი თემა. ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, აქაც შეგვიძლია საკმაოდ ადვილად მოვიპოვოთ ყველა ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით (ლიბიის კრიზისი, იაპონიის მიწისძვრა და ა.შ.). საძიებო სისტემაც გამართულად მუშაობს. აგრეთვე არის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია. მართალია ბევრი ინფორმაციაა განლაგებული, მაგრამ მთლიანად საიტი არ არის გადატვირთული, ფოტოებიც საკმაოდ მაღალხარისხოვანი და მისაღებია.
ფოტოებითა და ბანერებით ბევრად უფრო დატვირთულია FOX News-ის საიტი. აქაც გამოყოფილია კატეგორიები, ადვილად შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მოპოვება. სტრუქტურულად საკმაოდ იოლი აღსაქმელია. არის პირდაპირი ეთერი. დიდი ყურადღება ექცევა ფოტოებსა და ვიდეოს - საკმაოდ უხვადაა განლაგებული ვებზე. სატელევიზიო პრგრამისა და გადაცემების შესახებ ინფორმაციის ხილვაც საკმაოდ იოლი და მოსახერხებელია.
ბრიტანული ტელეკომპანიის საიტი ასევე გამართული, დახვეწილი დიზაინის და კარგად სტრუქტურირებულია. არ არის გადატვირთული ზედმეტი ფოტოებით. გამოყოფილია როგორც ცალკეული თემები, ასევე კონკრეტული რეგიონების მიხედვით დალაგებული ახალი ამბები. არის არქივი, რომლის საშუალებით იოლად შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია.
რაც ყველა საიტს აერთიენბს ისაა, რომ გამოქვეყნებული ყველა, ახალი თუ ძველი, ამბავი ჩვენ შეგვიძლია გადავიყვანოთ სხვა ენაზე. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ქართულ ვებ გვერდებზე არ გვაქვს, რაც მხოლოდ მინუსია.
26/04/2011
06/04/2011
რეგიონალური ტელეკომპანიების web გვერდების მიმოხილვა
media.ge-ზე შევედი და საკმაოდ ბევრი რეგიონალური ტელევიზიის ჩამონათვალს წავაწყდი. თუმცა უმეტეს მათგანს ვებ გვერდი არ აქვს. გთავაზობთ შემდეგი ტელევიზიების საიტების მიმოხილვას: აჭარა, რიონი, გურჯაანი.
აჭარის ტელევიზიის ვებ გვერდზე აქცენტი ძირითადად ახალ ამბებზეა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ მათი განახლება საკმაოდ ხშირად ხდება დღის განმავლობაში. ასევე არის ამ ახალი ამბების არქივი, რაც საშუალებას გავძლევს ადვილად მოვნახოთ რომელიმე კონკრეტული დღის ინფორმაცია. პირდაპირი ეთერი საიტ myvideo.ge-ს მეშვეობით ხორციელდება (ამისათვის ჩნდება ცაკლე ფანჯარა).
სხვა მხრივ (ფოტოები, ბანერები, რუბრიკები) საიტი ცოტა მწირი მეჩვენება და მოსაწყენი.
იმერეთის რეგიონის ტელევიზია "რიონი". ისევ ახალი ამბები, განახლებადობა საკმაოდ დაბალი ( დევს წინა დღის ინფორმაცია ). არის გადაცემების სარეკლამო ბანერი, ვიზუალურად მეტნაკლებად კარგად გაფორმებული. თუმცა ვერ გავიგე ვის და რა გადაცმებეი მიყავს. არის პირდაპირი ეთერის ყურების საშუალება, აგრეთვე ვიდეო არქივი. სტრუქტურულად გამართული კატეგორიები. ერთი შეხედვით ნორმალური ვებ გვერდია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ , ჩემი აზრით, თანამშრომლების (არხის სახეების) არჩევა აქ მიმდინარეობს პროფესიულ უნარებზე დაყრდნობით და არა ვიზულაური მონაცემებით (როგორც ეს მსხვილ ნაციონალურ არხებზე ხდება).
და ბოლოს, კახეთის რეგიონალური ტელეკომპანია "გურჯაანის ტელევიზია.
ვებ გვერდი საკმაოდ დატვირთულია ბანერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, ახალი ამბებითა და რუბრიკებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ არის გამაღიზიანებელი თვალისთვის და საკმაოდ ადვილი აღსაქმელია.
ახალი ამბები არც ისე ხშირად განახლებადია. პირდაპირი ეთერი აქაც myvideo.ge-ს საშუალებით ხორციელდება , მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჩნდება ცალკე ფანჯარა და პირდაპირ ამ საიტზე გადავდივართ ( რაც, ჩემი აზრით, არ არის მოხერხებული).
მოგატყუებთ, რომ ვთქვა, აღვფრთოვანდი ამ ვებ გვერდების ხილვით-მეთქი, მაგრამ ამასაც არ ველოდი. რეგიონის დონეზე საკმაოდ გამართული საიტებია და იმედი მაქვს ისინი დროთა განმავლობაში უფრო მომხიბლავი გახდებიან მომხმარებელთათვის.

ქართული ტელეკომპანიების ვებ გვერდების მიმოხილვა
ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა წამყვან ტელეკომპანიას, ქართულ ტელევიზიებსაც აქვთ თავიანთი ვებ გვერდები.
ამჯერად მიმოვიხილავ მხოლოდ რამდენიმეს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი.
რუსთავი 2.
შევდივარ საიტზე და, ცოტა არ იყოს, ვიბნევი - ძალიან ბევრი ბანერი, სხვადასხვა რეკლამით აჭრელებული და თვალისათვის საკმაოდ დამღლელი დიზაინი.
თუმცა ტექნიკურად საკმაოდ გამართული საიტია. მომწონს მარჯვენა გვერდზე სისტემურად განლაგებული რუბრიკები. არის ფორუმიც. გადაცემების მიხედვით დალაგებულია არქივი. მეტნაკლებად განახლებადია ახალი ამბებიც. აგვერთვე შასაძლებელია პირდაპირი ტრანსლაციის ყურება. მოკლედ, არ მომწონს დიზაინი, სხვა დანარჩენი ასე თუ ისე ნორმალურია.
იმედი.
ბევრად უფრო ხალისიანი და ნათელია "იმედის" ვებ გვერდი. თუმცა ჩემმა პირველმა შთაბეჭდილებამ არ გაამართლა. ინფორმაციის ნაკლებობა საიტზე აშკარაა.ჩემთვის კი ყველაზე საკვირველი პირდაპირი ეთერის არქონა იყო. ახალ ამბებში წინა დღის ინფორმაცია დევს. ასევე ვერ მივაგენი არქივს. ჩემი საბოლოო ვერდიქტი - უბრალოდ ლამაზი სურათები და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი დიზაინი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ყველზე მეტად სწორედ ეს ვებ გვერდი მომეწონა. საკმაოდ დახვეწილი დიზაინი და ფერებია. ერთად არის მოთავსებული გადაცემების სარეკლამო ბანერი. არის არქივი, ფორუმი, სტრუქტურულად გამართული განლაგება. პირველივე შეხედვით ვამჩნევ აკადემიურ სტილს.
ახალი ამბები სწარაფად განახლებადია, დევს ახალი ვიდეოები.
პირდაპირი ეთერის ყურება ადვილად ხელმისაწვდომია. და საერთოდ, საიტზე რაიმის მოძებნა ან ზოგადად ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ იოლია.
რა თქმა უნდა, ყველა ვებ გვერდს თავისი ნაკლი და უპირატესობა აქვს. თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ სათანადო ყურადღება ქართული ტელეკომპანიების საიტებს არ ექცევა. მომხმარებლისათვის არ არის მოხერხებული და მისაღები ის ფრომა, რაც დღეს არსებობს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტელეკომპანიების ხელმძღვანელობისათვის პრიორიტეტულია მხოლოდ TV მაუწყებლობა და მისი ხარისხი.

Subscribe to:
Posts (Atom)