26/04/2011

ქართული და უცხოური ტელეკომპანიების ვებ გვერდების შედარებითი ანალიზი

განსახილველათ ავიღე სამი უცხოური ტელეკომპანიის ვებ გვერდები: CNN,  FOX News და BBC.


CNN ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო არხია, რომელიც 1980 წელს ტედ ტერნერმა დააარსა. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული სწორედ ახალი ამბებია. ინფორმაცია საიტზე ნამდვილად ბევრია. გამოყოფილია top - news, რაც საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. აგრეთვე კატეგორიებად გამოყოფილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ახალი ამბავი ამ რეგიონთან დაკავშირებით. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ საიტზე ცალკეა განლაგებული 10 ყველაზე ცხელი თემა. ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, აქაც შეგვიძლია საკმაოდ ადვილად მოვიპოვოთ ყველა ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით (ლიბიის კრიზისი, იაპონიის მიწისძვრა და ა.შ.). საძიებო სისტემაც გამართულად მუშაობს. აგრეთვე არის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია. მართალია ბევრი ინფორმაციაა განლაგებული, მაგრამ მთლიანად საიტი არ არის გადატვირთული, ფოტოებიც საკმაოდ მაღალხარისხოვანი და მისაღებია.
 
ფოტოებითა და ბანერებით ბევრად უფრო დატვირთულია FOX News-ის საიტი. აქაც გამოყოფილია კატეგორიები, ადვილად შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მოპოვება. სტრუქტურულად საკმაოდ იოლი აღსაქმელია. არის პირდაპირი ეთერი. დიდი ყურადღება ექცევა ფოტოებსა და ვიდეოს - საკმაოდ უხვადაა განლაგებული ვებზე. სატელევიზიო პრგრამისა და გადაცემების შესახებ ინფორმაციის ხილვაც საკმაოდ იოლი და მოსახერხებელია.

ბრიტანული ტელეკომპანიის საიტი ასევე გამართული, დახვეწილი დიზაინის და კარგად სტრუქტურირებულია. არ არის გადატვირთული ზედმეტი ფოტოებით. გამოყოფილია როგორც ცალკეული თემები, ასევე კონკრეტული რეგიონების მიხედვით დალაგებული ახალი ამბები. არის არქივი, რომლის საშუალებით იოლად შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია.
  რაც ყველა საიტს აერთიენბს ისაა, რომ გამოქვეყნებული ყველა, ახალი თუ ძველი, ამბავი ჩვენ შეგვიძლია გადავიყვანოთ სხვა ენაზე. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ქართულ ვებ გვერდებზე არ გვაქვს, რაც მხოლოდ მინუსია.

No comments:

Post a Comment