06/04/2011

ქართული ტელეკომპანიების ვებ გვერდების მიმოხილვა

ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა წამყვან ტელეკომპანიას, ქართულ ტელევიზიებსაც აქვთ თავიანთი ვებ გვერდები.
ამჯერად მიმოვიხილავ მხოლოდ რამდენიმეს: საზოგადოებრივი მაუწყებელირუსთავი 2იმედი.

რუსთავი 2.


შევდივარ საიტზე და, ცოტა არ იყოს, ვიბნევი - ძალიან ბევრი ბანერი, სხვადასხვა რეკლამით აჭრელებული და თვალისათვის საკმაოდ დამღლელი დიზაინი.
თუმცა ტექნიკურად საკმაოდ გამართული საიტია. მომწონს მარჯვენა გვერდზე სისტემურად განლაგებული რუბრიკები. არის ფორუმიც. გადაცემების მიხედვით დალაგებულია არქივი. მეტნაკლებად განახლებადია ახალი ამბებიც. აგვერთვე შასაძლებელია პირდაპირი ტრანსლაციის ყურება. მოკლედ, არ მომწონს დიზაინი, სხვა დანარჩენი ასე თუ ისე ნორმალურია.

იმედი.


ბევრად უფრო ხალისიანი და ნათელია "იმედის" ვებ გვერდი. თუმცა ჩემმა პირველმა შთაბეჭდილებამ არ გაამართლა. ინფორმაციის ნაკლებობა საიტზე აშკარაა.ჩემთვის კი ყველაზე საკვირველი პირდაპირი ეთერის არქონა იყო. ახალ ამბებში წინა დღის ინფორმაცია დევს. ასევე ვერ მივაგენი არქივს. ჩემი საბოლოო ვერდიქტი - უბრალოდ ლამაზი სურათები და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი დიზაინი.


საზოგადოებრივი მაუწყებელი.


ყველზე მეტად სწორედ ეს ვებ გვერდი მომეწონა. საკმაოდ დახვეწილი დიზაინი და  ფერებია. ერთად არის მოთავსებული გადაცემების სარეკლამო ბანერი. არის არქივი, ფორუმი, სტრუქტურულად გამართული განლაგება. პირველივე შეხედვით ვამჩნევ აკადემიურ სტილს.
ახალი ამბები სწარაფად განახლებადია, დევს ახალი ვიდეოები.
პირდაპირი ეთერის ყურება ადვილად ხელმისაწვდომია. და საერთოდ, საიტზე რაიმის მოძებნა ან ზოგადად ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ იოლია.

რა თქმა უნდა, ყველა ვებ გვერდს თავისი ნაკლი და უპირატესობა აქვს. თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ სათანადო ყურადღება ქართული ტელეკომპანიების საიტებს არ ექცევა. მომხმარებლისათვის არ არის მოხერხებული და მისაღები ის ფრომა, რაც დღეს არსებობს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტელეკომპანიების ხელმძღვანელობისათვის პრიორიტეტულია მხოლოდ TV მაუწყებლობა და მისი ხარისხი.

No comments:

Post a Comment