media.ge-ზე შევედი და საკმაოდ ბევრი რეგიონალური ტელევიზიის ჩამონათვალს წავაწყდი. თუმცა უმეტეს მათგანს ვებ გვერდი არ აქვს. გთავაზობთ შემდეგი ტელევიზიების საიტების მიმოხილვას: აჭარა, რიონი, გურჯაანი.
აჭარის ტელევიზიის ვებ გვერდზე აქცენტი ძირითადად ახალ ამბებზეა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ მათი განახლება საკმაოდ ხშირად ხდება დღის განმავლობაში. ასევე არის ამ ახალი ამბების არქივი, რაც საშუალებას გავძლევს ადვილად მოვნახოთ რომელიმე კონკრეტული დღის ინფორმაცია. პირდაპირი ეთერი საიტ myvideo.ge-ს მეშვეობით ხორციელდება (ამისათვის ჩნდება ცაკლე ფანჯარა).
სხვა მხრივ (ფოტოები, ბანერები, რუბრიკები) საიტი ცოტა მწირი მეჩვენება და მოსაწყენი.
იმერეთის რეგიონის ტელევიზია "რიონი". ისევ ახალი ამბები, განახლებადობა საკმაოდ დაბალი ( დევს წინა დღის ინფორმაცია ). არის გადაცემების სარეკლამო ბანერი, ვიზუალურად მეტნაკლებად კარგად გაფორმებული. თუმცა ვერ გავიგე ვის და რა გადაცმებეი მიყავს. არის პირდაპირი ეთერის ყურების საშუალება, აგრეთვე ვიდეო არქივი. სტრუქტურულად გამართული კატეგორიები. ერთი შეხედვით ნორმალური ვებ გვერდია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ , ჩემი აზრით, თანამშრომლების (არხის სახეების) არჩევა აქ მიმდინარეობს პროფესიულ უნარებზე დაყრდნობით და არა ვიზულაური მონაცემებით (როგორც ეს მსხვილ ნაციონალურ არხებზე ხდება).
და ბოლოს, კახეთის რეგიონალური ტელეკომპანია "გურჯაანის ტელევიზია.
ვებ გვერდი საკმაოდ დატვირთულია ბანერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, ახალი ამბებითა და რუბრიკებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ არის გამაღიზიანებელი თვალისთვის და საკმაოდ ადვილი აღსაქმელია.
ახალი ამბები არც ისე ხშირად განახლებადია. პირდაპირი ეთერი აქაც myvideo.ge-ს საშუალებით ხორციელდება , მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჩნდება ცალკე ფანჯარა და პირდაპირ ამ საიტზე გადავდივართ ( რაც, ჩემი აზრით, არ არის მოხერხებული).
მოგატყუებთ, რომ ვთქვა, აღვფრთოვანდი ამ ვებ გვერდების ხილვით-მეთქი, მაგრამ ამასაც არ ველოდი. რეგიონის დონეზე საკმაოდ გამართული საიტებია და იმედი მაქვს ისინი დროთა განმავლობაში უფრო მომხიბლავი გახდებიან მომხმარებელთათვის.
No comments:
Post a Comment