06/05/2011

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი

დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში. რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას. მართალია, პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი, მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას. იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდა. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის, ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებულითუ გრაფიკული.



















YouTube

YouTube არის ყველაზე დიდი მსოფლიო ვიდეოჰოსტინგი.
ონლიაინ ვიდეო სერვისი დაარსდა 2005 წელს სტივ ჩენის, ჩად ხერლისა და ჯავედ კარიმის მიერ. 2006 წლიდან იგი ინტერნეტ კორპორაცია Google-ის საკუთრებაა, რომელმაც 1.65 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

YouTube-ის სტატისტიკა.
ყოველ წუთში საიტზე 24 საათის მოცულობის ვიდეო იტვირთება. ყოველდღიურად რგოლებს 2 მილიარდი ადამიანი უყურებს. ასეთი შთამბეჭდავი ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ ადამინები სულ უფრო ხშირად სატალევიზიო გადაცემებს სწორედ ამ საიტის მეშვეობით უყურებს. ამ მხრივ YouTube უკონკურენტოა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც აქტიურად იყენებს ასეთ შანსს, რათა უფრო იოლად დაიპყრონ მაყურებელთა გულები.
Associated Press კვირაში 300 - მდე ვიდეოს ტვირთავს. The New York Times და The Washington Post კი 6-12 რგოლს ყოველკვირეულად.

როგორც ცნობილია, YouTube-ზე დარეგისტრირება და ვიდეოს ატვირთვა ნებისმიერ მომხმარებს სრულიად უფასოდ შეუძლია. ამიტომ შემოსავალი საიტს ამ მხრივ არ აქვს. ამავე მიზეზით ძალიან ძნელია YouTube-ზე საავტორო უფლებების დაცვა. მომხმარებლები ხშირად უნებრთოვოდ ტვირთავენ ამა თუ იმ ვიდეოს, როდესაც ამის კანონიერი უფლბა არ აქვთ. ეს საკითხი ხშირი დავის საგანი გამხდარა საავტორო უფლებების მქონე პირთაგან. ერთადერთი რაც ხდება ასეთ შემთხვევებში, ატვირთული ვიდეო ინიშნება, როგორც არალეგალური ან საერთოდ ქრება საიტიდან.

YouTube დაბლოკილია პაკისტანში ანტიისლამური რგოლების გავრცელების გამო. ასევე აკრძალულია ჩინეთში მას შემდეგ, რაც საიტზე გაჩნდა ამსახველი ვიდეო, თუ როგორ სცემდნენ ჩინელები ტიბეტელ ბერებსა და ტიბეტის სხვა მოსახლეობას.
ექსტრემისტული მასალების გავრცელების ბრალდებით რუსეთის ქალაქში კომსომოლსკი-ამურზე შეზღუდა რამდენიმე საიტის ხელმისაწვდომობა, მათ შორის YouTube-ც მოხვდა.

ახალგაზრდების დამოკიდებულება სოციალური ქსელების მიმართ

სოციალური ქსელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ახლაგზრდებს აქვთ. როგორც მრავალი კვლევა ადასტურებს, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე უკეთ თავს ეს ასაკობრივი კატეგორია გრძნობს. მსოფლიოში მრავალი სოციალური ქსელი არსებობს, რომელთა საშუალებითაც ისინი ამყარებენ კონტაქტებს თანატოლებთან სამშობლოსა თუ სხვადასხვა ქვეყანაში.

შეერთებულ შტატებში 2010 წლის იანვარში ახალგაზრდა დედამ ალექსანდა ტობაიასმა საკუთარი 3 თვის შვილი მოკლა. იგი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ბავშვი მას Facebook-ზე თამაშს არ აცლიდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მსოფილოში სერიოზულად დაფიქრდნენ სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულებაზე.

საბედნიეროდ ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მოხდა. თუმცა საინტერესოა ახალგაზრდების აზრი, რას ფიქრობენ ისინი სოციალურ ქსელებზე და არინ თუ არა რეალურად მათზე დამოკიდებულნი. ამის გასარკვევათ გავესაუბრე 23 წლის მარი მიშველიძეს.

- მარი, დაახლოებით რამდენ საათს ატარებ დღეში კომპიუტერთან და აქედან რამდენი დრო ეთმობა სოციალურ ქსელებში ყოფნას?
- კომპიუტერთან 7-8 საათს ვატარებ. ძირითადად მას სამუშოად გამოვიყენებ. თუმცა მინდა გითხრა, რომ აქედან 5 საათი მაინც ვიმყოფები სახვადასხვა სოციალურ ქსელში. შეიძლება ამ დროს სულაც არ მჭირდებოდეს იქ ყოფნა, არ ვსარგებლობდე იმ მომენტისათვის, მაგრამ ჩართული მაინც უნდა იყოს, სხვანაირად არც შემიძლია.

- იცნობ თუ არა ბლოგო სფეროს?
- ინტერნეტისა და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ და ბლოგო სფეროსაც ასე თუ ისე ვიცნობ. ჩემს რამდენიმე მეგობარს აქვს ბლოგი და ძირითადად მათ პოსტებს ვკითხულობ. რაიმე საინტერესო თემასთან დაკავშირებით ზოგჯერ კომენტარსაც ვტოვებ. თუმცა როგორც ასეთს, რომ დავწერო და მქონდეს ჩემი ბლოგი, ჯერჯერობით არ ვფიქრობ.

- რამდენად დიდი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში სოციალურ ქსელებს?
- სოციალური ქსელი არის საკმაოდ კარგი საშუალება დაეკონტქტო მეგობრებს (ან შეიძინო ახლები). დღეს დროის უკმარისობა ყველა აქტიური ადამიანის პრობლემაა. ასე კი ჩვენ ყოველდრიურად გვაქვს საშუალება მოვიკითხოთ და გავიგოთ მეგობრების ამბები. გარდა ამისა ეს არის ინფორმაციის მიღების კარგი საშუალება.

- რამდენად ენდობი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას?
- სიმართლე გითხრა, ბოლომდე არ ვენდობი. ჩემს დამოკიდებულებას პროცენტულად თუ ავსახავთ, ალბათ 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, რა თმა უნდა, გააჩნია ვინ, რომელ საიტზე და რა თემაზე აქვეყნებს ინფორმაციას.

- და ის ინფორმაცია, რომელსაც შენ აქვეყნებ საკუთარ თავზე, შეესაბამება სიმართლეს?
- კი, რა თქმა უნდა. ჩემს შემთხვევაში, მე არ მაქვს მოტყუების არანაირი მიზანი. თუმცა არსებობენ სხვა მომხმარებლები, ვისთვისაც ყალბი ინფორმაციის დადება საიტზე ჩვეულებრივი მოვლენაა. პირადად ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია.

- როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა მეგობრებთან ვირტუალურ კავშირს დადებითი ან უარყოფიტი მხარეები?
- დადებით თვისებად შემიძლია ჩავთვალო ის, რომ მაქვს საშუალება ძალიან მარტივად და, რაც მთავარია, უფასოდ დავეკონტაქტო მეგობრებს ყოველ დღე. თუმცა არსებობს ამის მინუსებიც. ვირტუალური კავშირი "აცლის" ურთიერთობას ყველანაირ ემოციას. ზოგჯერ მომაბეზრებელიც არის ასეთი "მეგობრობა".

- ქართულ სოციალურ ქსელებს თუ იცნობ?
- არა, ფართოდ გავრცელებულ უცხოურ სოციალურ ქსელებს ვიყენებ.

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები

  ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო და უფრო საფუძვლიანად იკიდებს ფეხს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯერ იყო და რადიო გაჩნდა ჩვენს სახლებში, შემდეგ იყო ტელევიზორი და მაუწყებლობის ახალი ერა. დღეს უკვე სრულიად სხვა ეტაპზე ვართ - ინტერნეტმა აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების "ფანჯარა" გაგვიხსნა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ხვალინდელი დღე სწორედ ინტერნეტ ტელევიზიებს ეკუთვნის.

  საქართველოში ჯერაც ფართოდ არის გავრცელებული ტრადიციული სატელევიზიო მაუწყებლობა, თუმცა გარკვეული  წინსვლა ინტერნეტ ტელევიზიების განვითარების მხრივ მაინც შეინიშნება.

kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.

gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა  2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.

itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge.

tetrebi.org პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის 2010 წლის 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად  საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან  და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას.

გრაფიკა რემბრანდტის შემოქმედებაში






           

26/04/2011

ქართული და უცხოური ტელეკომპანიების ვებ გვერდების შედარებითი ანალიზი

განსახილველათ ავიღე სამი უცხოური ტელეკომპანიის ვებ გვერდები: CNN,  FOX News და BBC.


CNN ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო არხია, რომელიც 1980 წელს ტედ ტერნერმა დააარსა. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული სწორედ ახალი ამბებია. ინფორმაცია საიტზე ნამდვილად ბევრია. გამოყოფილია top - news, რაც საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. აგრეთვე კატეგორიებად გამოყოფილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ახალი ამბავი ამ რეგიონთან დაკავშირებით. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ საიტზე ცალკეა განლაგებული 10 ყველაზე ცხელი თემა. ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, აქაც შეგვიძლია საკმაოდ ადვილად მოვიპოვოთ ყველა ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით (ლიბიის კრიზისი, იაპონიის მიწისძვრა და ა.შ.). საძიებო სისტემაც გამართულად მუშაობს. აგრეთვე არის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია. მართალია ბევრი ინფორმაციაა განლაგებული, მაგრამ მთლიანად საიტი არ არის გადატვირთული, ფოტოებიც საკმაოდ მაღალხარისხოვანი და მისაღებია.
 
ფოტოებითა და ბანერებით ბევრად უფრო დატვირთულია FOX News-ის საიტი. აქაც გამოყოფილია კატეგორიები, ადვილად შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მოპოვება. სტრუქტურულად საკმაოდ იოლი აღსაქმელია. არის პირდაპირი ეთერი. დიდი ყურადღება ექცევა ფოტოებსა და ვიდეოს - საკმაოდ უხვადაა განლაგებული ვებზე. სატელევიზიო პრგრამისა და გადაცემების შესახებ ინფორმაციის ხილვაც საკმაოდ იოლი და მოსახერხებელია.

ბრიტანული ტელეკომპანიის საიტი ასევე გამართული, დახვეწილი დიზაინის და კარგად სტრუქტურირებულია. არ არის გადატვირთული ზედმეტი ფოტოებით. გამოყოფილია როგორც ცალკეული თემები, ასევე კონკრეტული რეგიონების მიხედვით დალაგებული ახალი ამბები. არის არქივი, რომლის საშუალებით იოლად შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია.
  რაც ყველა საიტს აერთიენბს ისაა, რომ გამოქვეყნებული ყველა, ახალი თუ ძველი, ამბავი ჩვენ შეგვიძლია გადავიყვანოთ სხვა ენაზე. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ქართულ ვებ გვერდებზე არ გვაქვს, რაც მხოლოდ მინუსია.

06/04/2011

რეგიონალური ტელეკომპანიების web გვერდების მიმოხილვა

media.ge-ზე შევედი და საკმაოდ ბევრი რეგიონალური ტელევიზიის ჩამონათვალს წავაწყდი. თუმცა უმეტეს მათგანს ვებ გვერდი არ აქვს. გთავაზობთ შემდეგი ტელევიზიების საიტების მიმოხილვას: აჭარარიონიგურჯაანი.


აჭარის ტელევიზიის ვებ გვერდზე აქცენტი ძირითადად ახალ ამბებზეა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ მათი განახლება საკმაოდ ხშირად ხდება დღის განმავლობაში. ასევე არის ამ ახალი ამბების არქივი, რაც საშუალებას გავძლევს ადვილად მოვნახოთ რომელიმე კონკრეტული დღის ინფორმაცია. პირდაპირი ეთერი საიტ myvideo.ge-ს მეშვეობით ხორციელდება (ამისათვის ჩნდება ცაკლე ფანჯარა).
სხვა მხრივ (ფოტოები, ბანერები, რუბრიკები) საიტი ცოტა მწირი მეჩვენება და მოსაწყენი.

იმერეთის რეგიონის ტელევიზია "რიონი". ისევ ახალი ამბები, განახლებადობა საკმაოდ დაბალი ( დევს წინა დღის ინფორმაცია ). არის გადაცემების სარეკლამო ბანერი, ვიზუალურად მეტნაკლებად კარგად გაფორმებული. თუმცა ვერ გავიგე ვის და რა გადაცმებეი მიყავს. არის პირდაპირი ეთერის ყურების საშუალება, აგრეთვე ვიდეო არქივი. სტრუქტურულად გამართული კატეგორიები. ერთი შეხედვით ნორმალური ვებ გვერდია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ , ჩემი აზრით, თანამშრომლების (არხის სახეების) არჩევა აქ მიმდინარეობს პროფესიულ უნარებზე დაყრდნობით და არა ვიზულაური მონაცემებით (როგორც ეს მსხვილ ნაციონალურ არხებზე ხდება).
და ბოლოს, კახეთის რეგიონალური ტელეკომპანია "გურჯაანის ტელევიზია.
ვებ გვერდი საკმაოდ დატვირთულია ბანერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, ახალი ამბებითა და რუბრიკებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ არის გამაღიზიანებელი თვალისთვის და საკმაოდ ადვილი აღსაქმელია.
ახალი ამბები არც ისე ხშირად განახლებადია. პირდაპირი ეთერი აქაც myvideo.ge-ს საშუალებით ხორციელდება , მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჩნდება ცალკე ფანჯარა და პირდაპირ ამ საიტზე გადავდივართ ( რაც, ჩემი აზრით, არ არის მოხერხებული).

მოგატყუებთ, რომ ვთქვა, აღვფრთოვანდი ამ ვებ გვერდების ხილვით-მეთქი, მაგრამ ამასაც არ ველოდი. რეგიონის დონეზე საკმაოდ გამართული საიტებია და იმედი მაქვს ისინი დროთა განმავლობაში უფრო მომხიბლავი გახდებიან მომხმარებელთათვის.

ქართული ტელეკომპანიების ვებ გვერდების მიმოხილვა

ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა წამყვან ტელეკომპანიას, ქართულ ტელევიზიებსაც აქვთ თავიანთი ვებ გვერდები.
ამჯერად მიმოვიხილავ მხოლოდ რამდენიმეს: საზოგადოებრივი მაუწყებელირუსთავი 2იმედი.

რუსთავი 2.


შევდივარ საიტზე და, ცოტა არ იყოს, ვიბნევი - ძალიან ბევრი ბანერი, სხვადასხვა რეკლამით აჭრელებული და თვალისათვის საკმაოდ დამღლელი დიზაინი.
თუმცა ტექნიკურად საკმაოდ გამართული საიტია. მომწონს მარჯვენა გვერდზე სისტემურად განლაგებული რუბრიკები. არის ფორუმიც. გადაცემების მიხედვით დალაგებულია არქივი. მეტნაკლებად განახლებადია ახალი ამბებიც. აგვერთვე შასაძლებელია პირდაპირი ტრანსლაციის ყურება. მოკლედ, არ მომწონს დიზაინი, სხვა დანარჩენი ასე თუ ისე ნორმალურია.

იმედი.


ბევრად უფრო ხალისიანი და ნათელია "იმედის" ვებ გვერდი. თუმცა ჩემმა პირველმა შთაბეჭდილებამ არ გაამართლა. ინფორმაციის ნაკლებობა საიტზე აშკარაა.ჩემთვის კი ყველაზე საკვირველი პირდაპირი ეთერის არქონა იყო. ახალ ამბებში წინა დღის ინფორმაცია დევს. ასევე ვერ მივაგენი არქივს. ჩემი საბოლოო ვერდიქტი - უბრალოდ ლამაზი სურათები და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი დიზაინი.


საზოგადოებრივი მაუწყებელი.


ყველზე მეტად სწორედ ეს ვებ გვერდი მომეწონა. საკმაოდ დახვეწილი დიზაინი და  ფერებია. ერთად არის მოთავსებული გადაცემების სარეკლამო ბანერი. არის არქივი, ფორუმი, სტრუქტურულად გამართული განლაგება. პირველივე შეხედვით ვამჩნევ აკადემიურ სტილს.
ახალი ამბები სწარაფად განახლებადია, დევს ახალი ვიდეოები.
პირდაპირი ეთერის ყურება ადვილად ხელმისაწვდომია. და საერთოდ, საიტზე რაიმის მოძებნა ან ზოგადად ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ იოლია.

რა თქმა უნდა, ყველა ვებ გვერდს თავისი ნაკლი და უპირატესობა აქვს. თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ სათანადო ყურადღება ქართული ტელეკომპანიების საიტებს არ ექცევა. მომხმარებლისათვის არ არის მოხერხებული და მისაღები ის ფრომა, რაც დღეს არსებობს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტელეკომპანიების ხელმძღვანელობისათვის პრიორიტეტულია მხოლოდ TV მაუწყებლობა და მისი ხარისხი.